სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სამედიცინო სწავლება ჩაუტარდათ

05-07-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სანაპირო დაცვის ბათუმის ბაზირების პუნქტში და მიმდებარე საზღვაო სივრცეში, სამედიცინო სწავლება ჩაუტარდათ.

„წინა ჰოსპიტალური ტრავმების სამედიცინო გადაუდებელი დახმარების“ სასწავლო კურსი ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთათვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ძალების უსაფრთხოების განყოფილების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების და ეროვნული გვარდიის ორგანიზებით გაიმართა.

ტრენინგი ზღვაში დახმარების აღმოჩენის და ტრავმის მქონე პაციენტებისთვის გადაუდებელ, პირველადი დახმარების თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა.

სწავლების მიზანს სამედიცინო მზადყოფნის გაძლიერება, უნარ-ჩვევების გაღრმავება და უწყებებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება წარმოადგენდა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები