სასაზღვრო პოლიციის უფროსი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროგრამის მონაწილეებს და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

14-05-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროგრამის (CAPSTONE) მონაწილეებს და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანს, სტუმრებისთვის საქართველოს სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების გაცნობა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ნიკოლოზ შარაძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ პაპიძემ, აშშ-ის საჰაერო, ასევე სახმელეთო ძალების გენერლებს და საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის ადმირალებს საქართველოს სახმელეთო საზღვრისა და შავი ზღვრის უსაფრთხოების საკითხები გააცნეს.

ვიზიტის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები