სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

14-05-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის  თანამშრომლებმა,  ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1969 წელს დაბადებული ა.ა და 1975 წელს დაბადებულ მ.ა.  საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  მ.ა.-ს მისი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის ა.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადა. ასევე, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილია არადეკლარირებული ტვირთი - 2 500 ცალი ელექტროსიგარეტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344- მუხლის 1-ელი და 19-344 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები