სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა

14-05-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანს სტუდენტების ცოდნისა და უნარების გაღრმავება წარმოადგენდა.

სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სანაპირო დაცვის მუშაობის პრინციპები გააცნეს.

სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე, დაათვალიერეს „აილენდი“- ის კლასის სადარაჯო ხომალდი P 23-ი, სადარაჯო ხომალდი P 24-ი, საპატრულო კატარღა P 105 და მცურავი საშუალებების სანავიგაციო აღჭურვილობა და სამანქანე განყოფილებები.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები