სასაზღვრო პოლიციის უფროსი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა

09-02-2023

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერის შეხვდა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს მოადგილე საზღვაო საკითხებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მრჩეველი, მესამე რანგის კაპიტანი ქენან მალაი და თურქეთის სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი და სამხედრო ატაშეს მოადგილე, კაპიტანი ადნან ქუთაი იუქსელი.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ასევე, თურქეთის შინაგან საქმეთა სამრჩევლოსთან ჩამოყალიბებული მრავალწლიანი ურთიერთობისთვის, რომელიც მოიცავს, როგორც საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივ წვრთნებს, აგრეთვე, საპატრულო გემების პერსონალის გაცვლის ღონისძიებებს და საპატრულო გემების ორმხრივ ვიზიტებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის საზღვრის დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც გააგრძელონ საზღვრის დაცვის კუთხით ნაყოფიერი თანამშრომლობა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები