სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

03-12-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურისა და  სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 30-მა თანამშრომელმა ტაქტიკურ სიტუაციებში მოქმედების სწავლება გაიარა. ტრენინგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ჩაატარეს. 

სწავლება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე გაიმართა. ტრენინგის მიზანი იყო დახურულ სივრცეში ბრძოლის ტაქტიკის, სამედიცინო დახმარების, სააბორდაჟო მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება,  კერძოდ: შენობების გასუფთავება ტაქტიკურ სიტუაციებში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და დაშავებულის ევაკუაცია, მაღალი რისკის სააბორდაჟო პროცედურების ჩატარება, დაბალ და მაღალ სიმაღლეებზე სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ასვლა, მცურავი საშუალებების ჩხრეკა და მისიის აღსრულება.

სწავლების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები