სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე: 2002 წელს დაბადებული ა.ე., 2003 წელს დაბადებული ს.ა. და 1981 წელს დაბადებული ი.ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.