შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული გ.გ. და 1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის 1 მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული ი.ფ.
დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქე ჰ.გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის - სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.