სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის (MARCOM) შტაბის წარმომადგენლებს და მობილურ საწვრთნელ ჯგუფს (MTT) უმასპინძლა

28-09-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის (MARCOM) შტაბის წარმომადგენლები და მობილური საწვრთნელი ჯგუფი (MTT) ეწვივნენ. დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ უმასპინძლა. 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) მოინახულეს. 

შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა  სანაპირო დაცვის, ასევე, JMOC-ის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა (MTT)   სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სწავლება ჩაატარა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ნატოს ეგიდით წარმოებული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების შესახებ ინფორმირება, ასევე, საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობა,  ოპერაცია “ზღვის მცველის” (OSG) და ნატოს ნაოსნობის ცენტრის საქმიანობის გაცნობა

სწავლების დასასრულს, მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები