ჩვენ შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.

სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ქ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

26-06-2025

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადმოყვანის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის , საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული ა.ი. და 1998 წელს დაბადებული მ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადმოყვანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

14-06-2025

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025

კრიმინალური ქრონიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 233 მოქალაქე, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის-118, საქართველოს რესპუბლიკის-22, აზერბაიჯანის რესპუბლიკის-8, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის-1, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის-54, მაროკოს სამეფოს-2, ირანის ისლამური რესპუბლიკის-3, სირიის არაბთა რესპუბლიკის -8, უზბეკეთის რესპუბლიკის - 3, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის - 1, რუსეთის ფედერაციის-3, სომხეთის რესპუბლიკის-4, ნეპალის ფედერაციული რესპუბლიკის -3, რუმინეთის რესპუბლიკის-1, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის - 2 მოქალაქე.