სასაზღვრო პოლიციის უფროსი თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს შეხვდა

21-08-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე თურქეთის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს, კონტრ-ადმირალ აჰმეთ ქენდირს შეხვდა. 

შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე დაესწრნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო უსაფრთხოების საკითხებსა და ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თურქულ მხარეს სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის მომზადებისა და მცურავი საშუალებების ტექნიკური განახლების კუთხით გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. 

ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციის წევრები ქალაქ სტამბოლში, თავდაცვის საერთაშორისო სამრეწველო გამოფენას (IDEF21) დაესწრნენ და უსაფრთხოების სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნენ. საერთაშორისო გამოფენა, რომელიც წელს მეთხუთმეტედ ჩატარდა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ფონდის მიერ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და თავისი მასშტაბით მსოფლიოს წამყვან ოთხეულშია.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები