სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ღია წყაროების ანალიზის კურსი გაიარეს

31-03-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ღია წყაროების ანალიზის სასწავლო კურსი გაიარეს.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები ღია წყაროების, სტრატეგიული ინფორმაციის შეგროვების, შეფასებისა და ანალიზის გზებს გაეცნენ. საერთაშორისო ექსპერტებმა მსმენელებს ღია წყაროების, სოციალური მედიისა და სხვა ძირითადი წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვების ბოლოდროინდელ აქტუალურ ტრენდებთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარეს.

სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ორგანიზებითა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება პარალელურ რეჟიმში ორ ლოკაციაზე - თბილისსა და ბათუმში ჩატარდა. ტრეინინგს საერთაშორისო ექსპერტები ონლაინ რეჟიმში უძღვებოდნენ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები