საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ეწვივნენ

19-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) საქართველოში აკრედიტებული, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ეწვივნენ.

სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი დაათვალიერეს. სადაც, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრის ზოგადი საქმიანობისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესახებ.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, თავდაცვის ატაშეებმა საინჟინრო-სარემონტო სამმართველოს ინფრასტრუქტურა და მცურავი საშუალებების ბაზა დაათვალიერეს. შეხვედრაზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და ატაშეებმა, ერთობლივ სამომავლო მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები