შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის ქვეგანყოფილების უფროსმა - ბესიკ გერლიანმა, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრის მიერ დაგეგმილ „კონტრაბანდასთან ბრძოლის კანონაღსრულების სადაზვერვო სწავლებაში“ მიიღო მონაწილეობა.
სასწავლო კურსი თეორიული ნაწილისგან შედგებოდა, რომელიც კანონდამრღვევ გემებზე ჩასატარებელი მოქმედებების დაგეგმვას და კონტრაბანდული ტვირთის გადამტან გემებზე სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მეთოდებს მოიცავდა.
სწავლება თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორგანიზებით განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.