სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

24-03-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ლ. საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, მიგრანტების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ს.დ.-ს და რ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

15-05-2025
კატეგორიები