განცხადება
სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ო.შ, 1995 წელს დაბადებული გ.შ, 1997 წელს დაბადებული ფ.ო, 1995 წელს დაბადებული უ.შ, და 1992 წელს დაბადებული მ.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, სხვადასხვა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.