საქართველოსა და თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხომალდების საპორტო ვიზიტი განხორციელდა

18-12-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში,  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი „სოხუმი" საპორტო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნსში იმყოფებოდა.

თურქეთის რესპუბლიკაში ქართული სადარაჯო ხომალდის ვიზიტის პარალელურად ქალაქ ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალების (TCSG-87) საპორტო ვიზიტი განხორციელდა.

ვიზიტების მიზანს, ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

საქართველოს სანაპირო დაცვის და თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთში, ერთობლივი საზღვაო პრაქტიკული წვრთნები ჩატარდა,  ასევე, ხომალდების ეკიპაჟებმა პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოში ვიზიტის დროს, თურქული ხომალდის მეთაურობა და დელეგაციის წევრები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და ქ.ფოთის მერს შეხვდნენ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები