შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უწყებაში ტრენინგი გაიარეს

09-11-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტემენტის მფრინავებმა და ტექნიკურმა პერსონალმა სამაშველო ვერტმფრენის “Augusta Bell 206 B Jetranger III type helicopter” მართვის და მომსახურების ტრენინგები,  ლატვიის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უწყებაში გაიარეს.

ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დახმარებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და საზვაო საზღვრის დაკვირვებისთვის“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ევროპული ტიპის სამაშველო ვერტმფრენის “Augusta Bell 206 B Jetranger III type helicopter” გადმოეცემა.

ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. მონაწილეებმა ვერტმფრენის მართვისა და მომსახურების შესწავლასთან ერთად, ასევე გაიარეს მოკლე კურსი საზღვრის ინტეგრირებული მართვის და ადამიანის უფლებების ნაწილში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის  დეპარტემენტის მფრინავებს და ტექნიკურ პერსონალს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები