სასაზღვრო პოლიციის ახლადშექმნილი სასწავლო ცენტრის პირველი სასწავლო პროგრამა დასრულდა

05-11-2024

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახლადშექმნილ სასწავლო ცენტრში, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი პირველი სასწავლო პროგრამა დასრულდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე კურსდამთავრებულებს შეხვდა, სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და  შესაბამისი სერტიფიკატები პირადად გადასცა. 

5-კვირიანი სასწავლო პროგრამა განკუთვნილი იყო სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებიც მორიგეობის დროს სასაზღვრო სექტორებზე განწესების წარმმართველებად ინიშნებიან. კურსის მიმდინარეობდა როგორც სასწავლო აუდიტორიაში, ასევე საველე პირობებში. 

სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია მოქმედი თანამშრომლების სპეციალური პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრის წარმატებულ კურსდამთავრებულებს მომავალში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები