სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის  სტუდენტები ესტუმრნენ

05-07-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანს სტუდენტებისთვის სანაპირო დაცვის საქმიანობის მიმართულებებზე ცნობიერების ამაღლება და დასახული ამოცანების შესასრულებლად არსებული შესაძლებლობების შესწავლა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები მოინახულეს, გაეცნენ ხომალდებსა და კატარღებზე არსებულ ენერგეტიკულ დანადგარებსა და სანავიგაციო სისტემებს.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები