სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და კომუნიკაციის სტანდარტებზე ტრენინგები უტარდებათ

24-04-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წითელი ხიდის სამმართველოს თანამშრომლებს ტრენინგი - "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტები“ ჩაუტარდათ. ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს.

ტრენინგი მიზნად ისახავს თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. მესაზღვრეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის კონცეფციები;  სწორი და არასწორი ტერმინოლოგია შშმ პირთა მიმართ; სენსორული  შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები და კომუნიკაციის სტანდარტი; სენსორული შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები და დამხმარე საშუალებები; გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია- მიმოხილვა; მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება, ადმინისტრაციული და სხვა სახელმწიფო ორგანოების როლი შშმ პირთა უფლებების დაცვაში და სხვა თემებს. 

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები