განცხადება
სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 13 თანამშრომელს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს სასროლეთზე განხორციელდა და მასში ჩართულნი იყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დედაპარტამენტის მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ინსტრუქტორები.
საველე სწავლება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა საბრძოლო სროლებს 30 მმ ყუმბარმტყორცნი აგს-17 დან.
მსგავსი ტიპის სწავლებები მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და უნარ- ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.