სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სასწავლო სროლები ჩაუტარდათ

21-03-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს სასწავლო სროლები ჩაუტარდათ. სასწავლო სროლები შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების "პალდო", "სენაკი", "სიმონეთი", "ორფოლო" სასროლეთებზე განხორციელდა.

სწავლების მიზანს საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უნარ-ჩვევების განმტკიცება წარმოადგენდა.

მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და მიზნად მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები