სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

06-09-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ცოდნისკარის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1988 წ. დაბადებული მ.ხ, და 2003 წელს დაბადებული მ.უ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები