სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

27-07-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის მობილური საწვრთნელი ჯგუფის ტრენერებმა პირველი რანგის კაპიტანმა ალიშა მინგომ და მეორე რანგის კაპიტანმა  ფლორენტ ფონტეინმა, შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელს - სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკურ ჯგუფებსა და მცურავი საშუალებების მოსამსახურეებს „ნატო-ს საზღვაო ოპერაციებში სპეციალური ოპერაციული ძალებისა და სამედიცინო მრჩევლის ფუნქციების (SOFAD/MEDAD) შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების“  ტრენინგი ჩაუტარეს.

აღნიშნული MTT ტრენინგები  ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და გათვლილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.

სწავლების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები