შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანს სტუდენტებისთვის სანაპირო დაცვის საქმიანობის მიმართულებებზე ცნობიერების ამაღლება და დასახული ამოცანების შესასრულებლად არსებული შესაძლებლობების შესწავლა წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები მოინახულეს, გაეცნენ ხომალდებსა და კატარღებზე არსებულ ენერგეტიკულ დანადგარებსა და სანავიგაციო სისტემებს.