სასაზღვრო პოლიციამ, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვარზე ორი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

24-06-2023

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ნიალას" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უზბეკეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1986 წ. დაბადებული ბ.ბ. და 1992 წ. დაბადებული დ.მ. ხოლო სახელმწიფო საზღვარზე ორი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე,  საქართველოს  2 მოქალაქე - 1985 წ. დაბადებული თ.თ. და 1976 წ. დაბადებული ა.ბ. დააკავეს.
 
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და  სახელმწიფო საზღვარზე ორი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვარზე ორი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები