სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სამთო მომზადების სწავლება ჩაუტარეს

25-04-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე და ბირთვისის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება ჩაუტარეს. 

სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს.

სწავლების ფარგლებში, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ სამთო მომზადების საკითხებს, რთულ რელიეფზე ჯგუფის გადაადგილების მეთოდებს, ცოცვისა და თოკით გადაადგილების ტექნიკას,  წინაღობის გადასალახავი თოკების სისტემას, ჩასაფრების ტექნიკას და დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში პატრულირების წესებს.
 
სასწავლო კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები