სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის საზღვრის დაცვის უწყების ვაშინგტონის ოფისის დელეგაციას უმასპინძლა

02-03-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის დაცვის უწყების ვაშინგტონის ოფისის დელეგაცია, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ევროპის სამსახურის დირექტორის - აბდიას ორტიზის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ პირველ მოადგილესთან - პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად უმასპინძლა. 

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ევროპის სამსახურის დირექტორი აბდიას ორტიზი, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის წარმომადგენელი - ანა პეტერსონი, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის საველე ოპერაციების ოფისის წარმომადგენელი - გარეტ რეინჰარტი,  აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ატაშე თურქეთსა და კავკასიის რეგიონში - საურაბ ბჰატი, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) რეგიონული მრჩეველი - კარენ ჩეისონი და ამავე პროგრამის უფროსი კოორდინატორი - ეკატერინე ფარღალავა ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების დანაყოფის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით შემდგომი დახმარების პრიორიტეტები განსაზღვრეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს ეწვივნენ, სადაც ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დანაყოფის საქმიანობას გაეცნენ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები