სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სწავლება ჩაუტარეს

03-11-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ჯგუფური ოპერაციის განხორციელების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარეს. წვრთნები სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე განხორციელდა.

სასწავლო კურსი როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს მოიცავდა - მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ოპერაციის დაგეგმვის მეთოდებს, პატრულირებისა და ჩასაფრების მოწყობის გზებს, აგრეთვე, სხვადასხვა იარაღით სროლის სპეციფიკას.

სწავლების დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და მიზნად ისახავს მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები