საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია

03-09-2022

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის სასაზღვრო და საზღვაო პოლიციის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ხუან-ლუის პერეზ მარტინს, ასევე, სანაპირო და საზღვაო პოლიციის შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ კარლოს კრესპო რომეროსს შეხვდა.

შეხვედრაზე ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის სასაზღვრო და საზღვაო პოლიციის წარმომადგენლებმა საქმიანობის სპეციფიკის, აგრეთვე, სასაზღვრო პოლიციის ფისკალური და სასაზღვრო კონტროლის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინეს.

მხარეებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო ურთიერთობის გეგმები დასახეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ესპანეთის სამეფოს კრიზისების მართვის და საოპერაციო ცენტრი მოინახულა, ასევე ესტუმრა ქალაქ ვალენსიის სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ დანაყოფებს და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები