საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყებათშორისი თეორიული სავარჯიშო კურსი (JMOC TTX-2021) დასრულდა

18-09-2021

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პროგრამის (ICP) ფარგლებში, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყებათაშორისი თეორიული სავარჯიშო კურსი (JMOC TTX) ჩატარდა.

კურსის დაგეგმვისა და ექსპერტიზის პროცესში, ქართველ კოლეგებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სასწავლო პროგრამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და პარტნიორი უწყებების 37-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

პროგრამის მიზანია, შეფასდეს საქართველოს საზღვაო სივრცეში ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარები უწყებათაშორის ფორმატში და განისაზღვროს საზღვაო სივრცეში მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენის შესაძლებლობები.

სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საზღვაო უსაფრთხოების კონტექსტში სხვადასხვა უწყების კომპეტენციისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

სწავლება მოიცავდა პრაქტიკულ ელემენტებსაც, რომლებიც საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრისა და ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე ჩატარდა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები