ჩვენ შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.

სიახლეები

კრიმინალური ქრონიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 277 მოქალაქე, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის - 129, საქართველოს რესპუბლიკის -41, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის -12, აზერბაიჯანის რესპუბლიკის - 16, ავღანეთის ისლამური საამიროს -8, მაროკოს სამეფოს -10, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის -7, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის -7, უზბეკეთის რესპუბლიკის -6, ლიბიის რესპუბლიკის -5, ირანის ისლამური რესპუბლიკის -5, სომხეთის რესპუბლიკის -4, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის -3, ინდოეთის რესპუბლიკის -3, სირიის არაბთა რესპუბლიკის -3, ტუნისის რესპუბლიკის -3, რუსეთის ფედერაციის -2, პალესტინის -2, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის -1, საუდის არაბეთის -1, კუბის რესპუბლიკის -1, ბელორუსის რესპუბლიკის -1, ყაზახეთის რესპუბლიკის -1, მოლდოვის რესპუბლიკის -1, იორდანიის სამეფოს -1, ტაჯიკეთის რესპუბლიკის -1, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის -1 და ალბანეთის რესპუბლიკის -1 მოქალაქე.