შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

24-09-2025

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან, დავით თამაზაშვილისგან და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირებისგან სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის, მათ შორის სანაპირო დაცვის, სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე, განიხილეს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები