დაბადების თარიღი: 03.03.1979
პროფესიული გამოცდილება:
2025 წლის ივნისიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე;
2022-2025 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი;
2020-2022 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი;
2012-2020 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი;
2012 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი;
2012 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2008-2012 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი;
2007-2008 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე;
2005-2007 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი გამომძიებელი;
2002-2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საგამოძიებო სამსახურის მცხეთის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი;
1999-2002 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი - სტაჟიორი.
განათლება:
1996-2001 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა (წარჩინებით).
პროფესიული განვითარების კურსები:
2016 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია - აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალური ბიუროს პროგრამა; ექსპორტის კონტროლისა და საზღვარგარეთის უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი - სერთიფიკატი.
2016 - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი - აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP): საავტორო უფლებების დარღვევისას ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერთა (ISP) ვალდებულებების შესახებ;
2016 - ნიდერლანდების საგამოძიებო სამსახური (FIOD) - ევროკავშირის თვინინგის პროექტი, პროგრამა: ფინანსური დაზვერვა (FIU); ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტიზა (FITT); ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა (AMLC); ქონების კონფისკაციის გზების განვითარება (ნიდერლანდების სამეფო, ამსტერდამი);
2005 - აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალური ბიუროს სასწავლო კურსი: ტერორისტული დანაშაულის გამოძიება - სერთიფიკატი;
2004 - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა - სერთიფიკატი.
მიღებული ჯილდოები:
2020 - სამკერდე ნიშანი უმწიკვლო სამსახურისთვის;
2012 - სამკერდე ნიშანი უმწიკვლო სამსახურისთვის;
2012 - შინაგან საქმეთა სამინისტროს სიგელი;
2010 - ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი;
2007 - შინაგან საქმეთა სამინისტროს სიგელი.
ენების ცოდნა:
ინგლისური, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა:
მეუღლე და 2 შვილი.