დაბადების თარიღი: 30.03. 1980
პროფესიული გამოცდილება:
2025 წლის ივნისიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე;
2013 – 2025 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი;
2013 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს განყოფილების უფროსი;
2013 - ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
2013 - ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
2012 – 2013 - ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს უფროსი დეტექტივი გამომძიებელი;
2011 – 2012 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ინსპექტორი;
2005 – 2011 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი.
განათლება:
1998 – 2003 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტი; სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; სპეციალობა - იურისტი.
პროფესიული განვითარების კურსები:
2016 - ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია - "ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური კურსი" ქ. ერევანი - სერთიფიკატი;
2016 -ევროპის ნარკოტიკებთან და ნარკომანიასთან ბრძოლის მონიტორინგის ცენტრი - კურსი: "ნარკოტიკების ამოღება, მონაცემების შეგროვება და გაცემა" ქ. ბუდაპეშტი - სერთიფიკატი;
2004 - პროკურატურის მუშაკთა სპეციალური გამოცდა - სერთიფიკატი.
მიღებული ჯილდოები:
2024 - სამკერდე ნიშანი უმწიკვლო სამსახურისთვის (15 წელი);
2022 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელი;
2020 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელი.
ენების ცოდნა:
ინგლისური, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა:
მეუღლე და 3 შვილი.