სასაზღვრო პოლიციის უფროსი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვია

28-08-2021

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე და მისი მოადგილე - გიორგი მალანია, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკას ეწვივნენ და მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში - „საზღვრები - 2021“.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე პოლონეთის საზღვრის დაცვის ხელმძღვანელს - გენერალ-მაიორ ტომაშ პრაგას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - გიორგი მალანია, პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე - გიორგი გამსახურდია და პოლონეთის საზღვრის დაცვის უწყების საერთაშორისო საქმეთა ბიუროს დირექტორი - პოლკოვნიკი სებასტიან ზაკოვიესკი ესწრებოდნენ.
ნიკოლოზ შარაძემ პოლონელ კოლეგას სასაზღვრო სამსახურის 30 წლის იუბილე მიულოცა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის ნაბდუშანსკის რეგიონული განყოფილება, დაათვალიერეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და სასაზღვრო საქმიანობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ქალაქ დეპულტში გამართულ კონფერენციას დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებმა საზღვრის მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო პერსპექტივები და გეგმები დასახეს. ნიკოლოზ შარაძემ და გიორგი მალანიამ ღონისძიების ფარგლებში გამართული გამოფენა დაათვალიერეს, სადაც სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო საზღვრის დაცვის უახლესი ტექნიკა, საფრენი საშუალებები და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები