საქართველოს სანაპირო დაცვამ შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა

27-08-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა, რომელშიც დანაყოფის 100-მდე მოსამსახურე, 3 სადარაჯო ხომალდი და 5 საპატრულო კატარღა მონაწილეობდა.

სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს (PASSEX) და მცურავი საშუალებების საშტატო სტაციონალური შეიარაღებიდან წყალზედა მიზნებზე სასწავლო სროლების შესრულებას.

საზღვაო წვრთნების მიზანს მცურავი საშუალებების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა, შეიარაღების სისტემების ტექნიკური შეფასება და სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საზღვაო წვრთნებში რეგულარულად მონაწილეობს. 2021 წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი სწავლებები ჩატარდა NATO-ს წევრი ქვეყნების: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის, ასევე უკრაინის ხომალდებთან. წელს სანაპირო დაცვის ხომალდებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გამართულს მრავალეროვნულ სწავლებაში SEA BREEZE 2021 და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში ჩატარებულ საზღვაო სწავლებაში BREEZE 2021.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები