სანაპირო დაცვის ხომალდი „დიოსკურია” (P25) უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობდა

25-08-2021

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდმა „დიოსკურიამ” (P25), უკრაინაში, ქ.ოდესაში, უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზღვაო აღლუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი გიორგი ნაყოფია ესწრებოდა.

საზღვაო აღლუმი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურობით ჩატარდა. ღონისძიებაში, ქართველებთან ერთად, უკრაინის, იტალიის, თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვაო ძალების ხომალდები მონაწილეობდნენ.

აღლუმზე განხორციელდა უკრაინის საზღვაო ავიაციისა და საჰაერო ძალების შესაძლებლობების დემონსტრირება და პარტნიორი ქვეყნების ხომალდების და კატარღების საზეიმო - საჩვენებელი ჩავლა, ასევე გაიმართა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღების და საბრძოლო ტექნიკის გამოფენა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები