სასაზღვრო პოლიციის უფროსი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა

13-02-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერს შეხვდა. შეხვედრას სამხედრო ატაშეს მოადგილეები: მაიორი ზაფერ ეთიქი, II რანგის კაპიტანი ფათიჰ ბალი და კაპიტანი დენიზ ქუჩუქი ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოსა და თურქეთს შორის სასაზღვრო სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და ატაშატის წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

 

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები