სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

09-03-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როსარია პუგლისს უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოში ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დაესწრო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებსა და პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივ გეგმებზე იმსჯელეს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები