სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

27-03-2021

შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ უწყების თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის 8 თანამშრომელს გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისთვის". 3 თანამშრომელი დაჯილდოვდა მედლით "სასაზღვრო პოლიციაში უმწიკვლო სამსახურისთვის", 2 თანამშრომელს კი უფროსი სპეციალური წოდება ვადაზე ადრე მიენიჭა.

პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ პირად შემადგენლობას ერთგული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის 150-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები