სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

11-02-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას გერმანიის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომელი ჯამილა ფიშერი და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი პატრიკ კრონბერგი ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. 

პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო პოლიციისათვის გადმოცემული პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლებისთვის განკუთვნილი სიმულაციური მოდელები სტუმრებთან ერთად დაათვალიერა და მათ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს გაეცნო. 

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გერმანიის შინაგან საქმეთა, მშენებლობის, და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა. ამასთან, 2020 წლის მიწურულს, სასაზღვრო პოლიციას 21 ათასამდე ლარის ღირებულების პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლებისთვის განკუთვნილი სიმულაციური მოდელების კომპლექტები საჩუქრად გადმოეცა. სიმულაციური მოდელები სახმელეთო საზღვრის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ყველა შესაბამის ქვედანაყოფში გადანაწილდება.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები