სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,მაწიმის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 2005 წელს დაბადებული ა.მ., 2003 წელს დაბადებული ს.ა., 2003 წელს დაბადებული მ.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
 
                 
                