საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი თოშხუამ, თურქეთის რესპუბლიკაში, "ზღვაზე არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სწავლებაში" მიიღო მონაწილეობა.
თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის მიერ ორგანიზებული სწავლება, მიზნად ისახავდა ზღვაზე არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და კანონაღსრულებითი საქმიანობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. კურსის მსვლელობისას განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: არალეგალური მიგრაციის სახეები და მარშრუტები. ასევე, ზღვაზე არალეგალური მიგრაციის საშუალებები და სხვა.
კურსის დასრულების შემდეგ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.