სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა "განაღმვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების საზღვაო სწავლება" გაიარეს

28-06-2025

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა რუმინეთის საზღვაო ძალებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპისა და აფრიკის საზღვაო ძალების სარდლობის (USNAVEUR/AFR)  ორგანიზებით რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში ,,განაღმვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების საზღვაო სწავლება'' (EP MCM DIVE 2025) გაიარეს. 

სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ღონისძიებებს, მათ შორის: მყვინთავის აღჭურვილობის  გაცნობა; უსაფრთხოების წესები ყვინთვამდე და ყვინთვის შემდეგ; ბაროკამერის გაცნობა და დანიშნულება; ნაღმების ხმელეთზე გამოტანის ხერხები და წყალქვეშა ძებნის მეთოდები; მყვინთავის ეკიპირებით ვერტმფრენიდან წყალში ხტომა და წყლიდან ვერტმფრენზე აყვანა; სიღრმეში ყვინთვა 50 მეტრამდე და სხვა კომპონენტები.

აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების შესაბამისი დანაყოფების განაღმვითი შესაძლებლობებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. სწავლების დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები