სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს "გორგაძეთისა" და "სარფის" სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ა.ფ, 1996 წელს დაბადებული პ.ტ, 1991 წელს დაბადებული ს.ტ, 2002 წელს დაბადებული კ.ჰ. და 1994 წელს დაბადებული ა.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.