საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, საზეიმოდ აღნიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს სასწავლო სროლები უტარდებათ. სწავლება თებერვლის თვეში დაიწყო და ამ დროისთვის კურსი 900-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა.
სწავლების მიმდინარეობისას მესაზღვრეები ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, მოვლის, უსაფრთხო გამოყენების უნარ-ჩვევებს განიმტკიცებენ და საბრძოლო მომზადების დონეს აიმაღლებენ. მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება.
სასწავლო სროლები შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების "სენაკი", "სიმონეთი", "ორფოლო" სასროლეთებზე ტარდება.