სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - CUTLASS EXPRESS 2025 მიიღეს მონაწილეობა

12-03-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აფრიკასა და ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სარდლობის ორგანიზებით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - CUTLASS EXPRESS 2025 მონაწილეობა მიიღეს.

სწავლება 10 დღის განმავლობაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ქალაქ ტანგაში ჩატარდა და მასში მსოფლიოს 12 ქვეყნის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენიტს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

სწავლება  CUTLASS EXPRESS 2025 მოიცავდა საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ წვრთვნებს, ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა: საზღვაო აკრძალვითი და სააბორდაჟო ოპერაციები, სწრაფმავალი კატარღების მართვის ელემენტები. ასევე, მრავალეროვნული შტაბის შემადგენლობაში საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების მართვის ცენტრის მოწყობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები. 

მრავალეროვნულ სწავლებაში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 15 მოსამსახურე, მათ შორის 6 ინსტრუქტორი მონაწილეობდა. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სირტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

15-05-2025
კატეგორიები