სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა

13-11-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთზე არსებული ფოტო მახის მიერ დაფიქსირებული იქნა რამდენიმე პიროვნება. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, სასამსახურე ძაღლთან ერთად უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე - 1998 წ. დაბადებული მ.უ, 1998 წ. დაბადებული თ.ა, 2001 წ. დაბადებული მ.დ, 1978 წ. დაბადებული ა.ლ და 1999 წ. დაბადებული ფ.გ.   საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები